ბრიტანეთი რუსულ ФСБ-ს ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ФСБ) კიბერშეტევების გზით პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.

ამის შესახებ BBC იტყობინება.

თემთა პალატაში გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლეო დოკერტიმ განაცხადა, რომ Star Blizzard-ის ჰაკერული ჯგუფიდან ორის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა, მათგან ერთი ФСБ-ს მოქმედი ოფიცერია.

ამ ჯგუფს რუსეთის FSB-ის “ცენტრი 18” აკონტროლებს.

გარდა ამისა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ანდრეი კელინი დაიბარეს.

ჯგუფს ბრალი ედება ბრიტანელ პოლიტიკოსებზე, საჯარო მოხელეებზე, ანალიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, აკადემიკოსებსა და სხვა საზოგადო მოღვაწეებზე ასობით მიზანმიმართული ჰაკერული თავდასხმის განხორციელებაში.

სავარაუდოა, რომ ამ ჯგუფის წინააღმდეგ ქმედებების შესახებ აშშ-ც გამოაცხადებს.

დასავლელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ “რუსეთი მიზნად ისახავს გაერთიანებული სამეფოს დემოკრატიულ პროცესს. ამ ჯგუფმა მოიპოვა უზარმაზარი სადაზვერვო ინფორმაცია. ეს ინფორმაცია გამოიყენება დასავლეთისთვის სხვადასხვა გზით პრობლემების შესაქმნელად”.

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი არჩევნებში ჩარევაში 2019 წელსაც დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები