ავტომობილმა, რომელსაც სომალის პრეზიდენტის ვაჟი მართავდა, სტამბოლში კურიერი იმსხვერპლა

ავტომობილმა, რომელსაც სომალის პრეზიდენტის ვაჟი მართავდა, სტამბოლში, კენედის გზატკეცილზე კურიერი იმსხვერპლა.

ინციდენტი 30 ნოემბერს მოხდა, თუმცა, 38 წლის კურიერი, იუნუს გეჩერი დღეს გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ​გეჩერი და მოჰამედ ჰასან მაჰმუდი გვირაბისკენ მიემართებოდნენ, თუმცა, კურიერმა უკვე გვირაბში შესასვლელთან სიჩქარე შეანელა, სომალის ვაჟის ავტომობილმა – არა. შეჯახების შემდეგ, კურიერი გზაზე გადავარდა.

კურიერის მეგობრები ​მაჰმუდის დაკავებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები