“აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, 5-10 დღეში გაფორმდეს” – სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე
სომხეთის პარლამენტის სპიკერის, ალენ სიმონიანის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება რამდენიმე დღეშია შესაძლებელი, თუ პროცესს აზერბაიჯანული მხარე არ გააჭიანურებს.
„ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია ხუთ ან ათ დღეში, სურვილის შემთხვევაში. ჩვენ გავაგზავნეთ ჩვენი მეექვსე წინადადება, მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა. თუ აზერბაიჯანული მხარე არაფერს შეცვლის და ახალ წინადადებებს არ წარადგენს, რა თქმა უნდა, ის შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაფორმდეს“, – განაცხადა სიმონიანმა.