ტედ ბანდი – ყველაზე ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელი (ნაწ.3)

სტატიის პირველი ნაწილი: http://kvira.ge/888226

სტატიის მეორე ნაწილი: http://kvira.ge/888453


ამ დანაშაულიდან ერთი კვირის შემდეგ, ავტომობილში მყოფი ბანდი დააკავეს. ამჯერად, მანქანა წესების მიხედვით იყო გაჩერებული, მაგრამ პოლიციელმა, დევიდ ლიმ ეჭვი შეიტანა, რომ „ფოლკსვაგენი“ მოპარული იყო. საბუთების შემოწმებისას ტედი თავს დაესხა პოლიციელს, დაარტყა და გაქცევა სცადა, მაგრამ მაშინვე დაიჭირეს და ხელბორკილები დაადეს. ლიმ მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში, როგორც ხულიგანი, ისე წაიყვანა და სახლში წავიდა, რადგან მისი ცვლა დასრულდა.

პოლიციელმა მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო, რომ შეერთებულ შტატებში ყველაზე სასტიკი მანიაკი დაიჭირა, როდესაც მთელმა ქვეყანამ სიმპათიური დაუნდობელი მკვლელის დანაშაულების გამოძიების დეტალების განხილვა დაიწყო.

პირველ ყოვლისა, დადასტურდა ფლორიდის ქალთა საერთო საცხოვრებელში ჩადენილი დანაშაული. ამ შტატში ტედის სასამართლო პროცესმა იმედი არ დაუტოვა, რადგან აქ მკვლელს ელექტრო სკამი არ ასცდებოდა. ამის შემდეგ ბანდი, რომელსაც დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა, დამშვიდდა და გადაწყვიტა, ცოტა ხნით ვარსკვლავი გამხდარიყო. ის სიამოვნებით საუბრობდა თავის დანაშაულებზე და აძლევდა ინტერვიუებს პრესას.

სერიული მკვლელის დანაშაულების გამოძიებას და სასამართლო პროცესებს მთელი მსოფლიო განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ადამიანიც გახდა.

მოსამართლე ედუარდ კაუარდმა, რომელმაც მანიაკს პირველი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე მიმართა ტედს:

„ვფიქრობ, ტრაგედიაა, რომ ასეთი ინტელექტუალური ახალგაზრდა მსჯავრდებულის სკამზე აღმოჩნდა. თქვენ შეიძლება, შესანიშნავი იურისტი ყოფილიყავით. ვაღიარებ, რომ მოხარული ვიქნებოდი, ჩემ გვერდით ასეთ ბრწყინვალე ადვოკატს ემუშავა, მაგრამ შენ სხვა გზა აირჩიე.”

ამის შემდეგ, ბანდიმ სასამართლოები მოიარა და სასიკვდილო განაჩენებიც „შეაგროვა“. კრიმინალის გადაადგილებას თან ახლდა აჟიოტაჟი მოსახლეობაში – ქალბატონებს სურდათ, საკუთარი თვალით ენახათ სიმპათიური, მომხიბვლელი მკვლელი, როგორადაც მას ახასიათებდნენ. სანამ ასამართლებდნენ, მან მოახერხა დაქორწინება თავის ყოფილ კოლეგაზე ძალადობის მსხვერპლთა ცენტრიდან, კეროლ ენ ბუნიზე. პირველი განაჩენიდან ორი წლის შემდეგ ბანდის ქალიშვილი დაიბადა.

გისოსებს მიღმა ყოფნისას ბანდიმ საკუთარი ინიციატივით ურჩია გამომძიებლებს, რომ სხვა სერიული მკვლელების დაჭერაში დაეხმარებოდა, მაგრამ ის საზოგადოებისთვის უფრო მეტს თამაშობდა, ვიდრე საქმეს აკეთებდა.

1989 წლის 23 იანვარს შეერთებულ შტატებში ყველაზე „სისხლიანმა“ მანიაკმა ბოლო ინტერვიუ მისცა, ერთი დღის შემდეგ კი, ის ელექტროსკამზე სიკვდილით დასაჯეს.

ოფიციალურად ითვლება, რომ თეოდორ რობერტ ბანდის 30 მსხვერპლი ჰყავდა, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ დაღუპულთა რიცხვი, დაახლოებით, ასია. ალბათ, მსოფლიო ვერასდროს გაიგებს მკვლელის ყველა დანაშაულის შესახებ.

ნაწ. 3

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები