ესტონეთის პრემიერმა ორბანთან სატელეფონო საუბარი გამართა
ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც უკრაინის საკითხები განიხილებოდა.
ამის შესახებ კალასმა Twitter-ში (X) დაწერა.
“ევროპის საბჭოს სამიტის წინ, მე ხაზგასმით აღვნიშნე უკრაინისადმი ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობა. ევროკავშირის გაფართოება ასევე არის ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა”, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერმინისტრმა.
უნგრეთი უკრაინასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას ბლოკავს. დღეს ვიქტორ ორბანი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება, სადაც ფრანგი ლიდერის მიწვევით ჩავა.
მოსალოდნელია, რომ ორი ლიდერის შეხვედრა დაკავშირებული იქნება ევროკავშირის მიერ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკების დაწყებას, რომელსაც უნგრეთი და, კერძოდ, ორბანი ბლოკავს.