აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა
აზერბაიჯანში 2024 წლის 7 თებერვალს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.
შესაბამის ბრძანებას ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოაწერა.
„ვხელმძღვანელობ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 101-ე მუხლის I ნაწილით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსის 179-ე მუხლით და ვადგენ, რომ:
1. გამოცხადდეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები.
2. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარება, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით“, – ნათქვამია ბრძანებაში.