რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 17 მარტს ჩატარდება
რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს ჩატარდება.
თარიღი რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაადგინა.
როგორც ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ პოლეტაევმა განმარტა, არჩევნების დანიშვნა ფედერაციის საბჭოს ექსკლუზიური უფლებამოსილებაა.
მისი თქმით, დადგენილების ძალაში შესვლის მომენტიდან, ანუ ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან, ფაქტობრივად, იწყება საარჩევნო კამპანია.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ასევე, უცნობია, წავა თუ არა მომდევნო ვადაზე კრემლის ამჟამინდელი ლიდერი, თუმცა, რუსეთის საექსპერტო საზოგადოებაში ამას პროგნოზირებენ. ასევე ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაბამის განცხადება უკვე დეკემბერში გააკეთებს.