ბრიუსელის ცენტრში სროლა მოხდა, დაჭრილია 4 ადამიანი

ბრიუსელის ცენტრალურ ქუჩაზე გვიან ღამით სროლა მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ The Brussels Times-ი წერს.

როგორც პოლიციაში აცხადებენ,  ამ დრომდე არ არსებობს ნიშანი, რომ სროლა ტერაქტი იყო. მათი თქმით, სავარაუდოა, რომ ცეცხლის გახსნასთან ადგილობრივი კრიმინალური ბანდები იყვნენ კავშირში.

იქსელის მერმა, ქრისტოს დულკერიდესმა ივარაუდა, რომ ინციდენტი დაკავშირებულია ნარკომანიასთან.

RTL-ის ცნობით, დამნაშავე ან დამნაშავეები ჯერ დაკავებული არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები