“ეს არის პოლიტიკური შანტაჟი” – აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების კენჭისყრა დაბლოკა
აშშ-ის კონგრესის სენატმა კანონპროექტი დაბლოკა, რომელიც უკრაინისა და ისრაელისთვის 106 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს. ამის მიზეზი გახდა რესპუბლიკელების მოთხოვნა, რომ მექსიკის საზღვარზე მიგრაციის კონტროლი გამკაცრდეს.
კენჭისყრის შედეგს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და კენჭისყრის წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს დააკისრა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები იმუქრებიან უკრაინის მხარდაჭერის გაუქმებით, თუ ვერ განახორციელებენ თავიანთ “უკიდურესად მიკერძოებულ სასაზღვრო პოლიტიკას”.
“ეს არის ღია და მარტივი პოლიტიკური შანტაჟი. ფსონები ძალიან მაღალია და შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ომის ზღვარზე ვიყოთ”, – ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.