პოდოლიაკი: ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე საუბრის საფუძველი არ არსებობს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე საუბრის საფუძველი არ არსებობს.

„ჩემი აზრით, გაუგებრობა შეუძლებელია, რადგან არსებობს პრიორიტეტი – ომი, არსებობს მკაფიო ვერტიკალი, სადაც პრეზიდენტი არის მთავარსარდალი და არსებობს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, რომელიც გახლავთ ოპერაციული დირექტორი, რომელიც დაკავებულია, უკაცრავად ტერმინოლოგიისთვის, უშუალოდ ომით.

პრეზიდენტი, ომის ფარგლებში დაკავებულია რიგი სხვა საკითხებით, რომლებიც დაკავშირებულია ყველა საჭიროების უზრუნველყოფასთან. ჩემი აზრით, ნონსენსია, თუ იქნება რაიმე კონფლიქტი, მით უმეტეს, პოლიტიკური სარჩულით“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

როგორც მან აღნიშნა, პარტნიორებმა სამხედრო ხელმძღვანელობაში კონფლიქტის შესახებ განცხადებებს შესაძლოა, გაოცებით შეხედონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები