ანტონიო გუტერეში: ღაზაში საზოგადოებრივი წესრიგი მალე მთლიანად დაირღვევა
სასოწარკვეთილი მდგომარეობის გამო, ღაზას სექტორში საზოგადოებრივი წესრიგი მალე მთლიანად დაირღვევა, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
„ჰუმანიტარული მდგომარეობა ომის დროს სწრაფად უარესდება და კატასტროფად გარდაიქმნება მთლიანობაში პალესტინელებისთვის შეუქცევადი შედეგებით. მსგავსი რამ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ნებისმიერ ფასად“, – აღნიშნავს გუტერეში.