აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

YAVORIV, Ukraine – The flags of the United States and Ukraine are seen inside a conference room at Rapid Trident 2014 here, Sept. 19. Rapid Trident is an annual U.S. Army Europe conducted, Ukrainian led multinational exercise designed to enhance interoperability with allied and partner nations while promoting regional stability and security. (U.S. Army photo by Spc. Joshua Leonard)

აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ამასთან, შეერთებული შტატების ლიდერმა კონგრესს მოუწოდა, მიიღონ მისი ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსებაზე მოთხოვნა, რომლის თანახმადაც კიევის სამხედრო დახმარებისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიყოფა.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, საარტილერიო ჭურვებს, HIMARS სისტემებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას, მაღალი სიზუსტის რადარსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ცეცხლსასროლი იარაღისთვის საბრძოლო მასალას, ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავ აღჭურვილობას, და სხვა.

„თუ პუტინი უკრაინას აიღებს, ამაზე არ გაჩერდება. პუტინი თავს დაესხმება ნატოს მოკავშირეებს და შემდეგ ჩვენ გვეყოლება ამერიკელი ჯარები, რომლებიც ებრძვიან რუსეთის ჯარებს. ჩვენ ვერ დავუშვებთ პუტინს გამარჯვებას“, – განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები