უკრაინული მედია: მაღალი რანგის მოღალატის და პროპაგანდისტის, ილია კივას ლიკვიდაცია უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციაა

უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატის, ილია კივას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა.

ძალოვან უწყებებში უკრაინული მედიის წყაროების ცნობით, მაღალი რანგის მოღალატის, თანამშრომლისა და პროპაგანდისტის ლიკვიდაცია არის სპეცოპერაცია, რომელიც უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა.

მათივე განცხადებით, დამნაშავის ლიკვიდაცია ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა.

ცნობისთვის, რუსულმა სახელმწიფო გამოცემამ „რია ნოვოსტი“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ილია კივა გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები