მედია: უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი, ილია კივა მოსკოვის ოლქში გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ილია კივა გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა „მედუზას“ ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. ილია კივას გარდაცვალების გარემოებები და მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

„კივა მოკლეს“ – დაწერა სოციალურ ქსელში პუტინის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა.

ცნობისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კივა რუსეთში გაიქცა. ლვოვის სასამართლომ სახელმწიფო ღალატისთვისა და კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლისა და გადაგდებისკენ საჯარო მოწოდებებისთვის კივას 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები