ლატვიის პრეზიდენტმა პუტინის მუქარას უპასუხა

ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩუსმა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა, რომელშიც
ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ “თუ რიგა გააგრძელებს მიმდინარე პოლიტიკას რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ, მაშინ ხელისუფლებას შეექმნება შესაბამისი დამოკიდებულება ქვეყნის შიგნით“.

რინკევიჩუსი ამბობს, რომ, „ფაქტობრივად, ეს არის მცდელობა, დამალოს ყველა ის სისასტიკე, რასაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ჩადის, ეს პირდაპირი მუქარაც კი არ იყო, ეს იყო ანტისამთავრობო ქმედებებისკენ მოწოდების მცდელობა მათთვის, ვინც თავს ჯერ კიდევ რუსული სამყაროს ნაწილად გრძნობს და ვინც ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში ცხოვრობს.

ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლოს დროს გახშირდა რუსეთის მცდელობები, გახლიჩოს არა მხოლოდ ლატვიის, არამედ დასავლური საზოგადოებაც, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შეირყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები