ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ვაქცინაციის ინოვაციური მეთოდი შეიმუშავეს, რაც აცრის გაკეთების შესაძლებლობას ნემსების გარეშე იძლევა.
ახალი მეთოდით, პრეპარატი პაციენტის ორგანიზმში ულტრაბგერითი ტალღების გამოყენებით ხვდება.
ამჟამად, მეთოდი ცხოველებზე ტესტირების ბოლო ეტაპს გადის და უკვე აჩვენა ძალიან იმედისმომცემი შედეგები.
ულტრაბგერითი ვაქცინაციის დროს ორგანიზმში ასჯერ ნაკლები პრეპარატი ხვდება, ვიდრე ჩვეულებრივი ინიექციის დროს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს და, ამავდროულად, ამარტივებს სამედიცინო ლოჯისტიკას და ვაქცინაციას ბევრად იაფს ხდის.
უფრო მეტიც, ასეთი ვაქცინაციის ეფექტურობა შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს, რადგან ამ გზით ვაქცინირებული ორგანიზმის იმუნური პასუხი ხშირად უფრო გამოხატულია, ანუ, ინფექციისგან დაცვა უფრო დიდხანს გრძელდება.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ამერიკელი ბავშვების ორი მესამედს და მოზრდილების, თითქმის მეოთხედს ინიექციების ეშინია.
ულტრაბგერითი ვაქცინაციის მეთოდი, რომელიც შემუშავებულია ოქსფორდის ბიოსამედიცინო ულტრაბგერითი, ბიოთერაპიისა და ბიოფარმაცევტული ლაბორატორიაში (BUBBL), წარმოდგენილი იყო Acoustics 2023-ზე სიდნეის სამედიცინო აკუსტიკოსთა ერთობლივ კონფერენციაზე, რომელიც ამ დღეებში მიმდინარეობდა ავსტრალიაში და გამოიწვია ექსპერტების შესამჩნევი ენთუზიაზმი.
ადამიანებზე ცდები შესაძლოა, უკვე მომავალ წელს დაიწყოს.