ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანი დაასახელა
ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანად მომღერალი ტეილორ სვიფტი დაასახელა.
მასალაში აღნიშნულია, რომ “გრემის” რამდენიმე ჯილდოს გამარჯვებულს “საოცარი წელი ჰქონდა”. ის ამჟამად Eras tour-ში იმყოფება, რომელიც ქალი შემსრულებლისთვის უკვე ყველაზე მომგებიანი ტური გახდა.
ოქტომბერში გამოსული, ამავე სახელწოდების ფილმი ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ფილმი გახდა.
თავად ტეილორი უკვე გახდა ისტორიაში პირველი შემსრულებელი, რომელმაც მუსიკიდან მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
2022 წელს Time-მა წლის ადამიანად ვოლოდიმირ ზელენსკი და “უკრაინის სულისკვეთება” დაასახელა.