“რუსეთის ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე გახდებიან” – ზახაროვა პოლონეთს, რუმინეთს და სლოვაკეთს დაემუქრა

პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი შესაძლოა, რუსეთის ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე გახდეს, თუ უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის გადაცემულ გამანადგურებლებს F-16-ს საკუთარ ტერიტორიაზე განათავსებენ.

​ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ასე გამოეხმაურა დიპლომატი უკრაინისთვის ამერიკული F-16-ების გადაცემის საკითხს.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის აეროდრომის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიევი, დიდი ალბათობით, შეერთებული შტატებიდან მიღებულ გამანადგურებლებს მეზობელ ქვეყნებში – პოლონეთში, სლოვაკეთში ან რუმინეთში განათავსებს და მაშინ ეს ქვეყნები რუსეთის ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე გახდებიან.

„ასეთ დროს რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი შეტაკების რისკები მხოლოდ იზრდება. რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის უკრაინის მხარეს კონფლიქტში მონაწილე გამანადგურებლები, საიდანაც  უნდა მოფრინავდნენ ისინი, ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე გახდება”,- თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები