CNN: თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ ღაზაში მასიური ოპერაცია იანვრისთვის დასრულდება

თეთრი სახლის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ისრაელი შეძლებს, იანვრისთვის დაასრულოს ღაზას სექტორში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია და შემდეგ “ჰამასის” წინააღმდეგ წერტილოვან იერიშებზე გადავა.

ამის შესახებ CNN-ი ​ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.

აღნიშნულია, რომ თეთრი სახლი შეშფოთებულია იმით, თუ როგორ გაგრძელდება ისრაელის შეტევა უახლოეს კვირებში და აფრთხილებს ისრაელს, ზიანისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მინიმუმამდე შემცირების აუცილებლობის შესახებ.

თავის მხრივ, CNN-თან ინტერვიუში ისრაელის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ „უახლოეს კვირებში ჩვენ მაღალი ინტენსივობის ოპერაციებს ჩავატარებთ და შემდეგ შესაძლოა, დაბალი ინტენსივობის რეჟიმზე გადავიდეთ”.

მანამდე, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ მომდევნო შეთანხმების მიღწევას, სავარაუდოდ, ერთი თვე დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები