IDF-მა “ჰამასის” იარაღის ყველაზე დიდი სამალავი აღმოაჩინა

ისრაელის თავდაცვის ძალების 460-ე ჯავშანსატანკო ბრიგადის და “ნაჰალის” 50-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ოპერაციების განმავლობაში იარაღის ყველაზე დიდი საწყობი აღმოაჩინეს.

იარაღის სამალავი კლინიკისა და სკოლის მახლობლად მდებარეობდა, სადაც ასობით ხელის ყუმბართმტყორცნი, ათობით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, ათეულობით ასაფეთქებელი ნივთიერება, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, ათეულობით ყუმბარა და რამდენიმე დრონი ინახებოდა.

IDF ოფიციალური პირების თქმით, იარაღის ნაწილი განადგურდა, ნაწილი კი ისრაელში შემდგომი შესწავლისთვის გადაიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები