გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელი კეტრინ რასელი “ჰამასის” მიერ ქალებისა და ბავშვების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას გმობს.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია საშინელებაა. გადარჩენილებს უნდა მოვუსმინოთ, მხარი დავუჭიროთ და მათზე ვიზრუნოთ. ბრალდებების სრულად გამოძიება უნდა მოხდეს. ჩვენ გენდერულ ძალადობას და ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობის ყველა ფორმას ვგმობთ“, – წერს კეტრინ რასელი.