ბაიდენი არ არის დარწმუნებული, რომ მეორე ვადით იყრიდა კენჭს, რომ არა ტრამპის მონაწილეობა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი არ არის დარწმუნებული, იყრიდა თუ არა კენჭს მეორე ვადით, რომ არა დონალდ ტრამპი, რომელიც თეთრ სახლში მოხვედრას მეორედ ცდილობს.

ამის შესახებ მან დემოკრატიული პარტიის დონორებს უთხრა, – იტყობინება CNN-ი.

„ტრამპი რომ არ იყრიდეს კენჭს, დარწმუნებული არ ვარ, ვიზამდი თუ არა ამას მეორედ”, – თქვა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ დემოკრატებმა “ტრამპის გამარჯვება არ უნდა დაუშვან”.

CNN-ის წყაროებმა აღნიშნეს, რომ ბაიდენის კომენტარმა მაღალჩინოსნები და ბაიდენის მრჩევლები გააკვირვა.

მოგვიანებით, თეთრი სახლის ლიდერს ჰკითხეს, აპირებს თუ არა კენჭისყრას, თუ ამას ტრამპი არ გააკეთებს, ბაიდენმა თქვა, „ამას ველოდები, მაგრამ შეხედეთ, ის იყრის კენჭს და მეც უნდა ვიყარო კენჭი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები