მედია: “ჰამასთან” მძევლების გათავისუფლების ახალი შეთანხმების მიღწევას შესაძლოა, ერთი თვე დასჭირდეს

“ჰამასთან” მძევლების გათავისუფლებაზე ახალი შეთანხმების მიღწევა შესაძლოა, ერთ თვეში მოხდეს, იქამდე კი, მათზე საკმარისად ძლიერი სამხედრო ზეწოლა უნდა განხორციელდეს.

ამის შესახებ ისრაელის მედია უსაფრთხოების ძალებში წყაროზე დაყრდნობით წერს.

ისრაელის თავდაცვის ძალების რადიოს თანახმად, ეს მოითხოვს სამხედრო ოპერაციების გაგრძელებას ანკლავის ჩრდილოეთით და სამხრეთით.

22 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების შედეგად, “ჰამასმა” 105 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის, 81 ისრაელელი, 23 ტაილანდელი და ერთი ფილიპინელი იყო.

ისრაელში მიიჩნევენ, რომ ღაზაში კიდევ 138 მძევალი რჩება, მათ შორის, დაახლოებით 20 ქალი და ორი ბავშვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები