13 სექტემბერი

11:00
„კვირას“ პრესკლუბში, საქართველოს პროფესიული განათლებისა პროფკავშირების თავმჯდომარე დანიელ დავითაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პროფესიულ განათლებაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
12:00
„კვირას“ პრესკლუბში, სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
13:00
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოს ეწვევა, სადაც ახალი სკოლის გახსნას დაესწრება.
14:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა გაიხსნება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, პოლონეთის ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი, ქართველი და უცხოელი სტუმრები დაესწრებიან.
14:30
NEW
“ჰოლიდეი ინნ-ში” საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და “Georgian Entrepreneurs Network-ის” ორგანიზებით, საერთაშორისო ღონისძიება “Startup Grind ” გაიმართება.

17:00
NEW
“კარიტასის” სახლში, “საქართველოს კარიტასის” პრეზიდენტის, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტოს მოწვევით, ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელი წმიდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, არქიეპისკოპოს დომინიკ მამბერტთან შეხვედრა გაიმართება. საკონტაქტო პირი: მანანა ყუბანეიშვილი 599 40 10 77

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები