“განსაკუთრებულად მოკრძალებული ადამიანი” – ყირგიზეთის პრეზიდენტმა ჩინოვნიკებს დაბადების დღეზე მისთვის რაიმეს ჩუქება აუკრძალა
ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჟაფაროვმა ჩინოვნიკებს დაბადების დღეზე მისთვის რაიმეს ჩუქება აუკრძალა.
ამის შესახებ რესპუბლიკის ვიცეპრემიერმა, ედილ ბაისალოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“პრეზიდენტმა ყველას აგვიკრძალა მისთვის რაიმე საჩუქრის მიცემა. ის განსაკუთრებულად მოკრძალებული ადამიანია. თანამდებობაზე ყოფნის სამი წლის განმავლობაში ჟაპაროვმა დაამტკიცა, რომ ყირგიზეთის ხალხი მისი არჩევით არ შემცდარა. სადირ ჟაფაროვი შესაძლოა, ვინმეს არ მოსწონდეს, მაგრამ ყველამ მას წარმატება უნდა ვუსურვოთ, რადგან მისი წარმატება – მთელი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს წარმატებაა“, – განაცხადა ვიცეპრემიერმა.
ყირგიზეთის პრეზიდენტს დღეს 55 წელი შეუსრულდა.