რუმინეთში წითელას ეპიდემია გამოცხადდა
რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში წითელას ეპიდემია გამოაცხადა.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში საგანგაშოდ არის გაზრდილი წითელას შემთხვევები, ისევე – როგორც საავადმყოფოების პედიატრიულ და ინფექციურ განყოფილებებში ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა.
“ამის გათვალისწინებით, რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ წითელას ეროვნული ეპიდემია გამოაცხადა, რათა უზრუნველყოს 9-11 თვის ბავშვების ვაქცინაცია, ისევე – როგორც არავაქცინირებული ან არასრულად აცრილი ბავშვების მკურნალობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამად, რუმინეთში 41 რეგიონიდან წითელა 29-შია გამოვლენილი და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი თითქმის 2 ათასს შეადგენს.