“აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინა ომის წაგების საფრთხის წინაშეა” – ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო დახმარების გარეშე რუსეთთან ომში დამარცხების დიდი რისკი არსებობს.

ამის შესახებ მან ვაშინგტონში აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გამოსვლისას თქვა.

”გაგვიჭირდება იმავე პოზიციების შენარჩუნება და უბრალოდ გადარჩენა,” – განმარტა ერმაკმა.

ერმაკის განცხადება თეთრი სახლის განახლებული ძალისხმევის ფონზე გაკეთდა, რომელიც ცდილობს უკრაინის დამატებითი დახმარებით უზრუნველყოფას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები