ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა განაცხადა, რომ აუქმებს პალესტინის ტერიტორიებზე გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორის, ლინ ჰასტინგის ბინადრობის ნებართვას.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“გაეროს მიკერძოებულობის წინაშე აღარ გავჩუმდებით! ყველას, ვინც არ დაგმო “ჰამასი” ისრაელის 1200 მოქალაქის სასტიკი მკვლელობისთვის, ჩვილებისა და მოხუცების გატაცებისთვის, საშინელი შეურაცხყოფისა და გაუპატიურების გამო, ღაზას მოსახლეობის ფარად გამოყენებისთვის და პირიქით, ადანაშაულებს ისრაელს, დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც იცავს თავის მოქალაქეები – ის ვერ იმუშავებს გაეროში და ვერ შეძლებს ისრაელში შესვლას!“ – დაწერა მინისტრმა.
ლინ ჰასტინგსი, როგორც გაეროს წარმომადგენელი, მუდმივად აკრიტიკებდა ისრაელს მისი ქმედებების გამო ღაზას სექტორში და მოუწოდებდა როგორც ისრაელს, ასევე “ჰამასს”, პატივი სცენ საერთაშორისო კანონმდებლობას.