BBC: „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს გატაცებული ქალები გააუპატიურა და დაასახიჩრა
ბრიტანული გამოცემის, BBC-ის ჟურნალისტებმა ნახეს და მოისმინეს იმ ქალების ისტორიები, რომლებიც 7 ოქტომბერს პალესტინის ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ გაიტაცა და მძევლად ჰყავდა.
რამდენიმე ადამიანმა, რომელიც თავდასხმის შედეგად მოკლულთა ცხედრების შეგროვებასა და იდენტიფიკაციაში მონაწილეობდა, გამოცემასთან საუბარში თქვა, რომ ნახეს ქალებზე სექსუალური ძალადობის მრავალი ნიშანი, მათ შორის მენჯის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები და ჭრილობები.
მათი თქმით, მსხვერპლთა შორის იყვნენ როგორც ბავშვები, ასევე პენსიონერი ქალები.
როგორც BBC-ი იუწყება, ვიდეომასალაზე, რომელიც ისრაელის პოლიციამ ჟურნალისტებს აჩვენა, ნათლად ჩანს ერთი მსხვერპლის ჯგუფური გაუპატიურების ფაქტი, მისი დასახიჩრება და შემდგომ სიკვდილით დასჯა.