უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე 512 ბავშვი დაიღუპა და 1 152-ზე მეტი სხვადასხვა ხარისხის სიმძიმით დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა: დონეცკის რეგიონში – 496, ხარკოვის ოლქში – 304, კიევის ოლქში – 139, ჩერნიგოვის ოლქში – 71, ლუგანსკის ოლქში – 67, ნიკოლაევის ოლქში – 97, ხერსონის ოლქში – 132, ზაპოროჟიეს ოლქში – 99, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 777, ლუგანსკის ოლქში – 67.
აღნიშნული მონაცემები არ არის საბოლოო და შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან საომარი მოქმედებების ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და განთავისუფლებულ ტერიტორიებზე, შესაბამისი სამუშაოები კვლავ გრძელდება.