„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 16 ათასს გადააჭარბა

„ჰამასის“ ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კონფლიქტის დაწყებიდან ღაზაში 16 248 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა BBC-ი წერს.

„ჰამასის“ მედიის ოფისის ცნობით, ღაზაში ორთვიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად 7 000-ზე მეტი ბავშვი და თითქმის 5 000 ქალი მოკლეს.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.

თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები