ისრაელში ფიქრობენ, რომ „ჰამასის“ მთავარი ლიდერები ხან-იუნისში იმალებიან

ისრაელის სამხედროები აგრძელებენ თავდასხმას ხან-იუნისში, სამხრეთ ღაზაში და ამბობენ, რომ ისინი ახლა „ქალაქის გულში“ იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ხან-იუნისში, სადაც ღაზის ჩრდილოეთში მიმდინარე ბრძოლების შემდეგ ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე საცხოვრებლად გადავიდა, „ჰამასის“ ხელმძღვანელობის წევრები იმალებიან.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ ქალაქში საავადმყოფოები გადატვირთულია და დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის ძალებმა დღეს ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე მთავარ ქალაქს, ხან-იუნისს შეუტიეს. ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, იერიშის შედეგად ათობით პალესტინელი დაიღუპა და დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები