“ჰამასი” მძევლებს ტრანკვილიზატორებს აძლევდა” – ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ “ჰამასი” მძევლებს “კლონაზეპამის” ტიპის ტრანკვილიზატორებს აძლევდნენ.

ამის შესახებ ქნესეტის ​ჯანდაცვის კომიტეტის მოსმენაზე ითქვა.

„ჰამასი” მძევლებს “კლონეკს” აძლევდა, რომ მათ ტყეობაში ეიფორიის განცდა ჰქონოდათ”, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელმა, ხაგარ მიზრახიმ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს კვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რონიტ ენდველტმა თქვა, მძევლებს ამ წამლებს “წითელი ჯვრისთვის” გადაცემამდეც აძლევდნენ, რომ, 50-დღიანი ტყვეობის მიუხედავად, ისინი მშვიდად და ბედნიერად ჩანდნენ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა იონათან მაშრიკიმ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდა, გაუგზავნოს ანგარიში ჯანდაცვის ორგანიზაციებს მთელს მსოფლიოში, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ზოგიერთი მძევლის გათავისუფლების შემდეგ მიღებული სამედიცინო დასკვნები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები