საფრანგეთში, ფრინველის გრიპის გამო, განგაშის დონე გაზარდეს

საფრანგეთმა ფრინველის გრიპის გავრცელების რისკის დონე “ზომიერიდან” “მაღალ დონემდე” გაზარდა.

Reuters-ის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო.

“მაღალი” რისკის დონე ნიშნავს, რომ ფერმებში არსებული ყველა ფრინველი უნდა იყოს დახურულ სივრცეში და დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭიროა უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება.

საფრანგეთში ფრინველის გრიპის პირველი აფეთქება ბრეტანში, გასულ კვირას გამოვლინდა, თუმცა, მას შემდეგ დაავადების მაჩვენებელი გაიზარდა.

დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად, საფრანგეთმა ოქტომბრის დასაწყისში ვაქცინაციის კამპანია დაიწყო – თავდაპირველად, შემოიფარგლებოდა იხვებით, რომლებსაც ვირუსის გადატანა სიმპტომების გამოვლენის გარეშე შეუძლიათ.

ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სააგენტო იტყობინება, რომ ევროპაში ფრინველის გრიპის ეპიდემია 2021-2022 წლებში ყველაზე მძიმე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები