ორბანის პრესმდივანი ადასტურებს, რომ მაკრონთან შეხვედრა შედგება

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი 7 დეკემბერს​ პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებას გამართავს.

ამის შესახებ ორბანის პრესმდივანმა, ბერტალან ჰავასიმ განაცხადა.

„დიახ, ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მოლაპარაკებები ხუთშაბათს იგეგმება“, – თქვა მან მედიის კითხვების საპასუხოდ.

მოლაპარაკების დეტალებისა და თემის შესახებ კითხვაზე, ჰავასიმ თქვა, რომ „მიზანშეწონილია დაუკავშირდეთ საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისს“.

მანამდე, Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაკრონმა ორბანი პარიზში კვირის ბოლოს მიიწვია და შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები