ევროკავშირში ზამთრის არდადეგებზე შესაძლო ტერაქტების მაღალ რისკზე საუბრობენ
ევროკომისარმა საშინაო საქმეთა საკითხებში, ილვა იოჰანსონმა განაცხადა, რომ, ისრაელ-“ჰამასს” შორის კონფლიქტის გამო, საშობაო არდადეგების დროს ევროპაში შესაძლო ტერორისტული თავდასხმების მაღალი რისკი არსებობს.
ამის შესახებ AP წერს.
„ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის და ჩვენს საზოგადოებაში მის მიერ გამოწვეული პოლარიზაციის გამო, სადღესასწაულო სეზონის მოახლოებასთან ერთად, ევროკავშირში ტერორისტული თავდასხმების დიდი რისკი არსებობს“, – თქვა იოჰანსონმა.
მან პარიზში რამდენიმე დღის წინ მომხდარი თავდასხმა გაიხსენა, ”ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ახლახან პარიზში მოხდა, სამწუხაროდ, ეს ადრეც გვინახავს.”