ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში ვულკან მარაპის ​ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

​ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse პადანგის სამძებრო-სამაშველო სამსახურის უფროსის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ინდონეზიაში ვულკანის მარაპის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, კიდევ 10 მთამსვლელი დაკარგულად მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები