ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის სიღრმეში მიიწევენ, რომელსაც ალყა შემოარტყეს.
მათივე ინფორმაციით, სამხედროებმა ის საკონტროლო პუნქტები დაიკავეს, საიდანაც “ჰამასი” თავდასხმებს ახორციელებდა.
გარდა ამისა, ამოღებულია სათვალთვალო, კონტროლის მასალები, იარაღი და რუკები.
ღაზას სექტორის სამხრეთით ისრაელის ტანკები და ჯავშანტექნიკა აღმოსავლეთიდან ქალაქ ხან იუნისს უახლოვდება.