ფილიპინებზე, ამჯერად მანილას სამხრეთ-დასავლეთით, კუნძულ ლუბანგის მახლობლად, 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები 60 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
შესაძლო მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
2 დეკემბერს 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა სამხრეთ სურიგაოს პროვინციაში, რომლის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა.
17 ნოემბერს 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა კუნძულ მინდანაოს სამხრეთით მოხდა. მედიის ცნობით, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. დაინგრა ასამდე სახლი, ნაწილობრივ დაზიანდა კიდევ 729 შენობა- ნაგებობა.