“ძროხებთან სამსაათიანი ჩახუტება, დავარცხნა და ფერმაში გასეირნება” – ბრიტანეთში სტრესის მოსახსნელად ახალი სერვისი ამოქმედდა
დიდ ბრიტანეთში სტრესის მოსახსნელად და შფოთვის შესამცირებლად ადამიანებს ძროხების მოფერების სერვისს სთავაზობენ.
ამის შესახებ Guardian-ი წერს.
ფერმის მეპატრონე, ფიონა უილსონი ამბობს, რომ ძროხებთან თერაპიული სეანსების ჩატარების იდეა სპონტანურად გაუჩნდა.
მისი თქმით, წყალდიდობის შემდეგ მას ძროხების რაოდენობის შემცირება მოუწია, მაგრამ რამდენიმე ბებერ ძროხას იმდენად მიეჯაჭვა, რომ მათი მოშორება ვერ შეძლო და დაიტოვა.
ახლა კი ეს ცხოველები ადამიანებს მოდუნებასა და შფოთვის მოხსნაში ეხმარებიან.
უილსონი ამბობს, რომ ძროხები ახალ პროფესიას რამდენიმე თვის განმავლობაში ითვისებდნენ, ეგუებოდნენ უცხო ადამიანებს და მათ გარშემო მშვიდად მოქცევას სწავლობდნენ.
ძროხის მომსახურება პოპულარული გახდა არა მხოლოდ ბრიტანელებში, არამედ – უცხო ქვეყნის მოქალაქეებშიც.
ერთი სესიის ღირებულებაა 50 ფუნტია. ამ ფასში შედის ძროხებთან სამსაათიანი ჩახუტება, დავარცხნა და ფერმაში გასეირნება.