“ღაზაში უსაფრთხო ზონა არ არსებობს” – UNICEF-ის წარმომადგენელი

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სპიკერმა, ჯეიმს ელდერმა განაცხადა, რომ ღაზაში უსაფრთხო ზონების არსებობაზე საუბარი “საშიში ცრუ ნარატივია”.

მისი თქმით, „ეს არის უნაყოფო მიწის პაწაწინა ნაკვეთები. იქ არც წყალია, არც კეთილმოწყობა, არც ზამთრისგან თავშესაფარი და არც სანიტარიული ვითარება”.

”თუ თქვენ ხალხის იძულებით ევაკუაციას აპირებთ, არ შეიძლება, ასობით ათასი ადამიანის გაგზავნოთ იქ, სადაც არ არის წყალი ან ტუალეტები. პირდაპირ ვგულისხმობ ტუალეტების არარსებობას. სადაც  შევუხვიე, კიდევ 5000 ადამიანი აღმოვაჩინე, რომლებიც ღამის განმავლობაში ემატებოდნენ. არცერთი ტუალეტი არ აქვთ, წყლის ერთი წვეთიც არ არია”,- თქვა მან.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ QR კოდებით ბუკლეტებს ყრიან, რომლებზეც “ღაზას უსაფრთხო რაიონების რუკაა დატანილი”, თუმცა, ელდერი ამბობს, რომ ელექტროენერგიის გათიშვა ნიშნავს, რომ ბევრს არ ექნება მომუშავე ტელეფონები კოდების სკანირებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები