პუტინი მოსკოვში ირანის პრეზიდენტს შეხვდება

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი 7 დეკემბერს მოსკოვში ჩავა, სადაც რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.

ამის შესახებ სააგენტო Tasnim-ი წერს.

აღნიშნულია, რომ ვიზიტი პუტინის მიწვევით განხორციელდება. დელეგაციაში იქნებიან ირანის სავაჭრო და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები.

პრეზიდენტები მოსკოვსა და თეირანს შორის სავაჭრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობას განიხილავენ, ასევე, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, განსაკუთრებით – პალესტინაში არსებულ ვითარებას.

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რაისის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები