ისრაელის არმიას ღაზაში ტყვეების შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია აქვს

ისრაელს აქვს ინფორმაცია “ჰამასის” ტყვეობაში დარჩენილი ადამიანების, შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ.

ამის შესახებ ისრაელის არმიის სპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა.

”მოკლე პასუხია: დიახ, გვაქვს”, – უთხრა მან ჟურნალისტს, რომელმაც იკითხა, აქვს თუ არა არმიას მსგავსი ინფორმაცია.

კონრიკუსმა აღნიშნა, რომ ისრაელის დაზვერვისთვის ეს უმთავრესი პრიორიტეტია და დასძინა, რომ დეტალებს ვერ გაამჟღავნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები