ზელენსკი ამერიკელი სენატორებისთვის დახურულ ბრიფინგს გამართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სენატორებს დახურულ ბრიფინგზე მიმართავს.

ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, – წერს The Hill-ი.

ზელენსკი სენატორებს საომარი მდგომარეობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, ასევე, კიევის მხარდაჭერის საჭიროებაზე ისაუბრებს და ეს მოხდება სენატის პირველი პროცედურული კენჭისყრის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, რომელიც ეხება დამატებით 106 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს, საიდანაც 61 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინისთვის არის განკუთვნილი.

შუმერმა ბრიფინგზე ყველა სენატორი მიიწვია.

”ადმინისტრაციამ მიიწვია პრეზიდენტი ზელენსკი, რათა მან სენატორებს მიმართოს, რომ მისგან პირდაპირ მოვისმინოთ, თუ რა ფასი აქვს ამ კენჭისყრას”, – განაცხადა მან სენატის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები