ჯანმო ამტკიცებს, რომ ისრაელის არმიამ ღაზაში ორი საწყობის ევაკუაცია უბრძანა – IDF-ში გებრეისუსის განცხადებას უარყოფენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოაცხადა, რომ ისრაელის არმიამ 4 დეკემბერს ურჩია 24 საათის განმავლობაში ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე ორი სამედიცინო საწყობის ევაკუაცია, რადგან, ოპერაციის შედეგად, მათი განადგურების ალბათობა არსებობს.

ტედროს ადანომ გებრეისუსმა ​მოუწოდა ისრაელს, გააუქმოს ევაკუაციის ბრძანება და მიიღოს “ყველა შესაძლო ზომა მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, საავადმყოფოებისა და ჰუმანიტარული ობიექტების დასაცავად”.

ჯანმოს განცხადებას IDF-ში უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ევაკუაციის რეკომენდაცია არ გაუციათ.

„ჩვენ არ მოგვითხოვია თქვენთვის ამ საწყობების ევაკუაცია და ეს ნათლად წერილობით მოვახსენეთ გაეროს შესაბამის ორგანოებს. გაეროს ოფიციალური პირებისგან, სულ მცირე, მეტ სიზუსტეს ველოდით“, – უპასუხა გებრეისუსს სამთავრობო მოქმედებების კოორდინატორის ოფისმა (COGAT).

COGAT არის ისრაელის არმიის სააგენტო, რომელიც პალესტინის ტერიტორიებზე სამოქალაქო საკითხებით არის დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები