“40-ზე მეტი დრონი” – რუსეთში აცხადებენ, რომ ყირიმზე მასირებული იერიში განხორციელდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ანექსირებულ ყირიმში გამთენიისას დრონების მასირებული იერიში მოხდა.

უწყებამ პირველი განცხადება მოსკოვის დროით 6:00 საათზე გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ 22 უკრაინული დრონი განადგურდა, ხოლო კიდევ 13 აზოვის ზღვასა და ნახევარკუნძულზე ღამით მოიგერიეს.

დაახლოებით ერთ საათში ახალი პრესრელიზი გამოქვეყნდა, სადაც ეწერა, რომ აღიკვეთა “დრონების იერიშის მორიგი მცდელობა”.

ამრიგად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმაში სულ 41 თვითმფრინავი იყო ჩართული.

უკრაინაში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები