ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ისრაელის დაღუპული ჯარისკაცების რიცხვი 78-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ Times of Israel-ი IDF-ზე დაყრდნობით წერს.
“სამხედროებმა განაცხადეს კიდევ სამი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. შესაბამისად, ისრაელის სახმელეთო შეტევის დაწყებიდან დაღუპულთა რიცხვმა 78-ს მიაღწია“, – წერს გამოცემა.