ღაზაში სატელეფონო და ინტერნეტ სერვისები კვლავ გაითიშა
ღაზაში ინტერნეტი და საკომუნიკაციო სერვისები კვლავ გათიშულია, – ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის სატელეკომუნიკაციო კომპანია „პალტელი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სერვისების გათიშვა მთავარი ბოჭკოვანი მარშრუტების შეწყვეტამ გამოიწვია.
„ღაზა ისევ ჩაბნელებულია“, – აცხადებენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ 7 ოქტომბერს ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის დაწყებიდან, ღაზის სექტორში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიისა და საკომუნიკაციო სერვისების მიწოდება გაითიშა.