უკრაინამ ევროკავშირთან კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონსულტაციები დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
კონსულტაციების პირველი რაუნდი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ევროპული საგარეო მოქმედებების სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, შარლ ფრისთან დაიწყო.
კონსულტაციების დროს მხარეებმა გაცვალეს ხედვები ევროკავშირის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებისადმი მიდგომების შესახებ და ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სეგმენტზე.
იგორ ჟოვკვამ აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება თავისთავად იქნება უკრაინისა და მთლიანად ევროპული საზოგადოების უსაფრთხოების მძლავრი გარანტია.