გაეროს მონაცემებით, ღაზაში დევნილთა რიცხვი სწრაფად გაიზარდა და თითქმის სამ კვირაზე ნაკლებ დროში გაორმაგდა. ამის შესახებ გამოცემა BBC-ი იუწყება.
7 ოქტომბრის შემდეგ საცხოვრებელი სახლები 1,9 მილიონმა ადამიანმა დატოვა, რაც ღაზას მოსახლეობის 85%-ზე მეტს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.
თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.